fbpx
პოლიტიკა

ეფი ახციოღლუმ, თავის გუნდთან ერთად, ΣΥΡΙΖΑ დატოვა – 9 დეპუტატმა დამოუკიდებლობა გამოცხადა

მას შემდეგ, რაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი სტეფანოს კასელაკი გახდა, პარტიაში სტაბილურობა შეირყა. ეფი ახციოღლუმ თავიდანვე დააფიქსირა საკუთარი პოზიციები და აშკარა გახდა, რომ არ აპირებდა კასელაკისთან თანამშრომლობას.

ოფიციალური ინფორმაციით, ეფი ახციოღლუმ ოპოზიციური პარტია დატოვა და მასთან ერთად წავიდნენ მისი გუნდის წევრებიც. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მისმა გუნდმა დღეს დილით პარტიის მდივნებს გაუგზავნა შეტყობინება, ცხადია, ოფიციალური პორმით.

მოგვიანებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 9 დეპუტატმა გამოცხადა დამოუკიდებლობა, მათ შორის, ახციოღლუმ და ნასოს ილიოპულომ. მეორეს მხრივ, ილიოპულომ განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან რთული და მტკივნეული, მაგრამ ამავე დროს გარდაუვალი გადაწყვეტილება.

“ეს არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ჩარჩოს, რომელიც ავირჩიეთ და არ გადავუხვიოთ იმ ყველაფერს, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობდით,” განაცხადა ილიოპულომ.

onalem

ტესტ