fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში მძღოლმა ქალაქის ავტობუსი მგზავრების გასახალისებლად საშობაოდ მორთო

ნაძვის ხე, ელფები, ლამპიონები და ყველაფერი, რაც შობასთან არის დაკავშირებული თესალონიკის ერთ-ერთ ავტობუსშია თავმოყრილი. თუ ხალისიანი მგზავრობა გსურთ და თესალონიკში იმყოფებით, მაშინ ნომერ 57-ში უნდა ახვიდეთ, რომელიც ორეოკასტრო-არისტოტელუს მარშრუტს ასრულებს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ავტობუსის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ გაახალისოს საკუთარი სამუშაო დღეც და მგზავრების განწყობაც აამაღლოს, რომლებიც დაღლილები არიან ყოველდღიური საცობებით. მას განსაკუთრებით უყვარს დღესასწაულები, შობა-ახალი წელი და ამიტომ, გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად მოერთო ტრანსპორტი. სწორედ ამის გამოა, რომ მას უკვე შობის მძღოლს უწოდებენ.

“ვხედავდი ვიდეოებს სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით შტუტგარდში როგორ არიან ავტობუსები მორთული. ვიფიქრე, რატომ თესალონიკში არა?! ვინაიდან ΚΤΕΛ-იდან იდეაზე თანხმობა მივიღე, დავიწყე ავტობუსის მორთვა და შიგნით დავაწყვე ყველაფერი, რაც შეიძლება ერთ სახლში ნახოთ,” ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი.

 

onalem

ტესტ