fbpx
საბერძნეთი

ΗΣΑΠ-ის სადგურის რელსებში 30 წლის მამაკაცი ჩავარდა – მედიის ცნობით, ის გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ ΗΣΑΠ-ის სადგურებს შორის (ნეა იონია-ირაკლიო), მატარებლის რელსებში უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩავარდა. საუბარია 30 წლის მამაკაცზე, რომელიც იქიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

სამაშველო ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი “აგია ოლგას” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

გარკვეული დროის მანძილზე 1-ლი ხაზის მატარებლები მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის მოძრაობა სრულებით აღდგენილია, მთელ მარშრუტზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, უცნობია, იყო ეს თვითმკვლელობა თუ შემთხვევით ჩავარდა 30 წლის მამაკაცი რელსებში.

onalem

ტესტ