fbpx
პოლიტიკა

ელენა აკრიტა ახილეას ბეოს მორალური ზიანისთვის 100.000 ევროს სთხოვს, რადგან თქვა, რომ საკუთარი დედიის პენსიას “ჭამს”

ცნობილი ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტიის, ΣΥΡΙΖΑ-ს დეპუტატი, ელენა აკრიტა, ვოლოსის მერს, ახილეას ბეოსს დაუპირისპირდა და მას ოფიციალურად სთხოვს კომპენსაციას, მორალური ზიანის მიყენებისთვის.

ახილეას ბეოსმა მას შემდეგ, რაც სტეფანოს კასელაკიზე ისაუბრა, ახსენა ელენა აკრიტაც, რომელზეც თქვა: “ასეთმა ადამიანებმა გაანადგურეს საბერძნეთი, ყველანი თაღლითები არიან. დედამისი გარდაიცვალა და მის პენსიას იღებდა და “ჭამდა”.”

აკრიტა აღნიშნულმა განცხადებამ უკიდურესად გააბრაზა და ბეოსს სოციალურ ქსელში პირდაპირ დაემუქრა. ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ბეოსისგან არც მეტი, არც ნაკლები, 100.000 ევროს ითხოვს, შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის. მის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეტანილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბეოსმა მანამდე სტეფანოს კასელაკიზე ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და აღნიშნულ საკითხში უზენაესი სასამართლოც კი ჩაერია.

 

onalem

ტესტ