fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი დღეს დილით სუპერმარკეტს ფასების შესამოწმებლად ეწვია

დღეს დილით საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, მოულოდნელად ეწვია ათინონის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტს. პრემიერი გაესაუბრა თანამშრომლებსა და მომხმარებლებს და ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ მიმდინარეობს ინიციატივის განხორციელება, რომელიც პროდუქტებზე ფასების შემცირებას უკავშირდება.

მიცოტაკიმ დაათვალიერა სპეციალური აბრები, რომლებიც განთავსებულია კონკრეტულ პროდუქტებზე და გულისხმობს ფასების 5%-ით შემცირებას. ასეთი ახლა უკვე ჯამში 868 პროდუქტია.

პრემიერმა, ცხადია, ფოტოების გადაიღო სუპერმარკეტში მყოფებთან, მას განვითარების მინისტრი, კოსტას სკრეკასიც ახლდა.

onalem

ტესტ