fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხი ეგეოსის ზღვაში არ დადგება” – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის პროვოკაციებს ამუხრუჭებს და ცალსახად უჭერს მხარს საბერძნეთის სუვერენიტეტს. როგორც უკვე ცნობილია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ღიად განაცხადა, რომ თუ ბერძნული კუნძულების დემილიტარიზაცია არ მოხდება, საბერძნეთის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კი, აღნიშნულზე პასუხობს, რომ ამ კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხი არ დგას და არც დადგება.

“ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული და პატივი უნდა ვცეთ მას. ამ კუნძულებზე, რასაც თურქეთი ეხება, საბერძნეთის სუვერენიტეტი ეჭვის ქვეშ არ დგას. აშშ მოუწოდებს ორივე ქვეყანას, რომ ერთად იმუშაონ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად, დავები უნდა გადაიჭრას დიპლომატიურად. მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ თავიდან აირიდონ პროვოკაციული რიტორიკა, რომელმაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. საბერძნეთიც და თურქეთიც არიან აშშ-ს ძლიერი მოკავშირეები,” აცხადებს დეპარტამენტის წარმომადგენელი.

onalem

ტესტ