fbpx
საბერძნეთი

დამატებითი ინფორმაცია პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით საბერძნეთში

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც პირბადეების მოხმარებას ეხება.

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან მოიხსნა მათი დახურულ სივრცეში ტარების ვალდებულებაც, თუმცა, გარკვეული დაწესებულებები და სივრცეები კვლავ “მოითხოვს” პირბადის ტარებას, თავდაცვის მიზნით.

კერძოდ:

ტაქსებში პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც მძღოლების, ასევე მგზავრებისთვისაც.

რაც შეეხება საკრუიზო გემებს, პირბადის ტარება სავალდებულოა თუ, ბორტზე არსებულ მგზავრთა 2%, ხოლო ეკიპაჟის წევრების 4% დაინფიცირდება ერთი კვირის მანძილზე ან თუ მგზავრთა მთელი რაოდენობის 1%-ს გამოუვლინდება ვირუსი 48 საათის მანძილზე.

რაც შეეხება ჩვეულებრივ სამგზავრო გემებს, ღია სივრცეებში არ არის სავალდებულო პირბადის ტარება, ხოლო შიდა, დახურულ სივრცეში კვლავ სავალდებულოდ რჩება, როგორც მგზავრების, ასევე ეკიპაჟისთვის.

აფთიაქებში პირბადის მოხმარება სავალდებულო რჩება როგორც პერსონალის, ასევე მომხმარებელთათვის.

ყველა აღნიშნული რეკომენდაცია საბერძნეთის მთავრობისთვის მისაღებია და ჯანდაცვის სამინისტრო საბოლოო განმარტებებს უახლოეს მომავალში გააკეთებს.

onalem

ტესტ