fbpx
საბერძნეთი

75 ემიგრანტი მონასტირაკიდან ამიგდალეზას დაკავების იზოლატორში, სანამ მათი დეპორტაცია მოხდება

ბერძნული მედია იუწყება, რომ პოლიციამ ათენის ცენტრში, მონასტირაკზე, შემოწმების შედეგად უცხო ქვეყნის კიდევ 75 მოქალაქე დააკავა.

როგორც ირკვევა, საერთო ჯამში 435 ადამიანი შეამოწმეს, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი 10 პირიდან, რომელიც განყოფილებაში გადაიყვანეს, 3 დააკავეს, ვინაიდან 2-ს ნარკოტიკები აღმოუჩინეს, ხოლო ერთს ტრეფიკინგი ედება ბრალად.

რაც შეეხება არალეგალ ემიგრანტებს, ისინი ამიგდალეზას დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც მათი დეპორტაცია მოხდება.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პოლიცია სპეციალური კონტროლს, “სკუპას”, ათენის ცენტრში აქტიურად ახორციელებს.

onalem

ტესტ