fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთისთვის კვლავ რთული კვირა დგება: ყინვა, თოვლი და ძლიერი ქარი

მეტეოროლოგი იანის კალიანოსი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს. დღევანდელი მზიანი დღის მიუხედავად, ოთხშაბათიდან ამინდი მკვეთრად იცვლება.

კერძოდ, კალიანოსის თქმით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია თოვლი და ძლიერი ქარი, რამაც გარკვეულ ტერიტორიებზე შესაძლოა პრობლემები შექმნას. ტემპერატურა ცენტრალურ რეგიონებში მაქსიმუმ 12 გრადუსი იქნება, ხოლო მთიან რეგიონებში გაცილებით დაბალი.

“ოთხშაბათსა და ხუთშაბათს თოვლი მოვა დაბლობებზეც კი. ოთხშაბათს მაკედონიასა და თრაკიში, თესალიაში კი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე. ატიკის რეგიონში, თოვლი ჩრდილოეთ გარეუბნებშია მოსალოდნელი. ითოვებს ოთხშაბათს ღამითა და ხუთშაბათს დილით. “

onalem

ტესტ