fbpx
საბერძნეთი

1 ივნისიდან სრული თავისუფლება, მაგრამ გამონაკლისებით! ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 1 ივნისიდან სრულ თავისუფლებას ვუბრუნდებით, იხსნება პირბადის დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს.

კერძოდ, 1 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის დახურულ სივრცეებში, თუმცა, ეს ვალდებულება შენარჩუნდება:

  1. საჯარო ტრანსპორტში (მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი, ტროლეიბუსი).
  2. მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში.
  3. საავადმყოფოებში, კლინიკებში (მსგავსი დაწესებულებები).

პაპანიკოლაუს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორი, ნიკოს კაპრაველო აცხადებს:

“ვალდებულების მოხსნა ერთია, ხოლო რეკომენდაცია, რომ პირბადეები ვატაროთ მეორე. მე ვთხოვ, მოსახლეობას, რომ მაინც ატარონ პირბადეები, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან ავირიდოთ, ანუ გავცემ მკაცრ რეკომენდაციას. არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში ყოველდღე გვაქვს ინფიცირების 600.000 შემთხვევა და 2.000 გარდაცვლილი. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემია ჩვენს შორის არის და აქტიურია.”

ამრიგად, არსებობს რეკომენდაცია, რომ პირბადეები სრულად არ დავივიწყოთ და ვატაროთ ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც ზემოთ არის ჩამოთვლილი და ასევე იქ, სადაც ხალხით გადატვირთულობა ფიქსირდება.

onalem

ტესტ