fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა შვილიშვილის დაბადება 11 დღის დაგვიანებით დაარეგისტრირა, რათა 2.000 ევრო აეღო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 62 წლის მამაკაცს 42 დღიანი პატიმრობა მიესაჯა, თაღლითობის გზით, 2.000 ევროს მითვისებაში. როგორც ირკვევა, მან საკუთარი შვილიშვილის დაბადება სამოქალაქო რეესტრში 11 დღის დაგვიანებით დააფიქსირა, რათა სახელმწიფოსგან დახმარება აეღო.

როგორც უკვე ცნობილია, ეს დახმარება არსებობს 2020 წლიდან, შესაბამისად, ვინაიდან ბავშვი 2019 წლის 23 დეკემბერს გაჩნდა, მამაკაცმა გადაწყვიტა, რეგისტრაცია 2020 წლის 2 იანვარს გაეკეთებინა და 2.000 ევრო აეღო სახელმწიფოსგან. სავარაუდოდ, მამაკაცს ეგონა, რომ ეს ამბავი უკვალოდ ჩაივლიდა, მაგრამ ვოლოსის სამოქალაქო რეესტრში ყალბი საბუთი აღმოაჩინეს და მისი თაღლითობა გამოვლინდა.

როგორც ის ამბობს, სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ჩაიდინა მსგავსი დანაშაული, თუმცა, საბოლოოდ, სახელმწიფოს 2.000 ევრო დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს მძიმე კრიმინალური წარსული აქვს.

onalem

ტესტ