fbpx
საბერძნეთი

გაუარესებული ამინდი საბერძნეთში: სერიოზული პრობლემები ატიკაში, ევიაში მამაკაცი გაუჩინარდა

ამინდის მოკლევადიანმა გაუარესებამ, რომელიც დღესაც გაგრძელდება, ატიკის რამდენიმე უბანში უკვე შექმნა სერიოზული პრობლემები. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო გამთენიამდე სახანძრო-სამაშველო სამსახურმა 150 ზარი მიიღო ხეების მოჭრის თაობაზე, 11 წყლის ამოტუმბვის, ხოლო 20 სხვადასხვა მძიმე ნივთების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ამას გარდა, გუშინ 5 მანქანა იყო მომწყვდეული სტამატას გამზირზე, რადგან წყლის მაღალი დონის გამო გამოსვლა არ შეეძლოთ და ადგილზე სახანძრო ბრიგადა მობილიზდა მძღოლების უსაფრთხოდ გამოსაყვანად.

ატიკის ჩრდილოეთით წაიქცა ΔΕΗ-ს ბოძი, რამაც ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა პარნითა და პენდელი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევიაში უამინდობის გამო მამაკაცია გაუჩინარებული.

მარუსი:

onalem

ტესტ