fbpx
საბერძნეთი

სრული თავისუფლება საბერძნეთში ვაქცინაციის სერთიფიკატების და პირბადეების გარეშე – ნახეთ როდის

ბერძენი პროფესორების უმეტესობა საუბრობს მომდევნო პერიოდზე, როგორც კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნის დროზე, ვინაიდან მათი მოსაზრებით, შეზღუდვების უმეტესობამ დაკარგა თავისი ფუნქცია.

კერძოდ, პროფესორი და ექიმი, ნიკოს ძანაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატს უკვე აღარანაირი დანიშნულება არ აქვს და მისი გაუქმება სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი.

“შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს, მაგრამ იკლებს მძიმედ დაავადების მაჩვენებლები, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა გაუქმდეს ვაქცინაციის სერთიფიკატები. ამ დოკუმენტმა უკვე დაკარგა თავისი ფუნქცია და ღირებულება. რაც შეეხება პირბადეებს, აღდგომის შემდეგ, აღნიშნული საკითხიც უნდა გადაიხედოს და ნელ-ნელა დახურულ სივრცეებში მათი ტარების ვალდებულება მოვხსნათ.

ყველა ზომა უნდა მოიხსნას ეტაპობრივად. უნდა გავითვალისწინოთ დანიისა და ნორვეგიის მაგალითი და არ გავიმეოროთ ის. ამ ქვეყნებმა უცებ მოხსნეს ყველა აკრძალვა და ახლა ლიდერობენ გარდაცვლილთა რიცხვით მილიონ მოსახლესთან მიმართებაში,” აცხადებს პროფესორი.

ამრიგად, საბერძნეთში მოსალოდნელია, რომ მაისიდან აღარ არსებობდეს არანაირი განსხვავება ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანთა უფლებებს შორის, ვინაიდან ყველა დაწესებულებაში შესვლა პირდაპირ, კონტროლის გარეშე იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ კი, პირბადეების დახურულ სივრცეში ტარების ვალდებულების მოხსნას ექსპერტთა საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს.

სავარაუდო თარიღად, როცა საბერძნეთის მოსახლეობა ვაქცინაციის სერთიფიკატებისგან “გათავისუფლდება”, 2 მაისი სახელდება.

onalem

ტესტ