fbpx
საბერძნეთი

მეხანძრეებმა სახლის აუზიდან წყალი ამოიღეს, რომ ხანძარი ჩაექროთ – ვარიბობის კატასტროფა

ბერძნულ მედიასთან ისაუბრეს მეხანძრეებმა, რომლებიც გუშინდელი დღიდან თავდაუზოგავად ებრძოდნენ ვარიბობის ხანძარს. ისინი იყენებდნენ ყველანაირ საშუალებას, რომ მოსახლეობა მაინც გადაერჩინათ, ვინაიდან ათობით სახლი სრულიად განადგურდა.

ირკვევა, რომ მეხანძრეებმა მუშაობისას შენიშნეს, რომ სახლს ჰქონდა წყლით სავსე აუზი და გადაწყვიტეს, რომ ეს შანსი გამოეყენებინათ. მათ აუზიდან წყალი ამოტუმბეს და ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენეს.

“წყალი არ გაგვთავებია, უბრალოდ, ეს იმხელა დახმარება იყო, რომ უარის თქმა არ შეიძლებოდა. აუზში წყალი დიდი რაოდენობით იყო და ვიფიქრეთ, რომ უნდა გამოგვეყენებინა, ცეცხლის წინააღმდეგ. ზარალი ძალიან დიდია, დამწვარია სახლები,” ამბობს ერთ-ერთ მეხანძრე.

ნახეთ ვარიბობის ხანძრის გავრცელება მოკლე ვიდეოში:

onalem

ტესტ