fbpx
საბერძნეთი

კაპიტანმა გემის ეგინას პორტში მიბმა ვერ შეძლო და უკან პირეაზე დაბრუნდა – ჩაიმტვრა შუშები

დღეს ძლიერი ქარის გამო საბერძნეთის პორტებიდან რამდენიმე რეისი არ განხორციელდა, მაგრამ რომლებიც განხორციელდა, საკმაოდ დიდ სირთულეებს წააწყდნენ. როგორც ირკვევა, ძლიერი ქარისა და უზარმაზარი ტალღების გამო პირეადან ეგინას მიმართულებით მოძრავი გემის კაპიტანმა კუნძულის პორტში მისი უსაფრთხოდ მიბმა ვერ შეძლო.

როგორც კადრებიდან ჩანს, საუბარია უკიდურესად ძლიერ ქარზე, რომლის პირობებშიც გემზე შუშები ჩაიმტვრა.

როდესაც ეგინას პორტს მიუახლოვდნენ და მგზავრები ბორტიდან ჩამოსვლას ცდილობდნენ, კაპიტანმა გასცა ბრძანება, რომ სასწრაფოდ შეეწყვიტათ ეს პროცესი და უკან პირეაზე დაბრუნდნენ, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იყო გემის ნავსადგომთან მიბმა ისე, რომ ადამიანები უსაფრთხოდ გადასულიყვნენ ხმელეთზე.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ