fbpx
საბერძნეთი

ებრაელები “თავშესაფარს” საბერძნეთში ეძებენ – “ოქროს ვიზის” მისაღებად მოთხოვნები გაორმაგდა

საბერძნეთის მიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნები ბინადრობის ნებართვებზე, რომელთა აღებაც შესაძლებელია 250.000-დან 500.000 ევრომდე ღირებულების უძრავი ქონების შეძენით, გაორმაგებულია მას შემდეგ, 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს.

ისრაელის მოქალაქეები სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოხატავენ საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის მიღების სურვილს, როგორც ინვესტორები. საერთო ჯამში 2023 წლის პირველ 10 თვეში ებრაელების მიერ “ოქროს ვიზაზე” შეტანილი განაცხადები უდრიდა 168-ს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს იყო და ხუთჯერ უფრო მეტი, ვიდრე 2021 წელს. თუმცა, მათგან ყველაზე მეტი განაცხადი შემოსულია ომის დაწყების შემდეგ.

პარალელურად, ინვესტიციების განხორციელების მსურველები არიან ეგვიპტიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან და სირიიდანაც კი.

onalem

ტესტ