fbpx
საბერძნეთიფინანსები

საშობაო საჩუქარი საბერძნეთში: პლატფორმა იმის გამოსათვლელად, რამდენი ევრო გვეკუთვნის დამსაქმებლისგან

შობამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ყველას აინტერესებს, რამდენი ევრო გვეკუთვნის დამსაქმებლისგან კანონით, როგორც საშობაო საჩუქარი. როგორც უკვე ცნობილია, საშობაო საჩუქარი არის იგივე მე-13 ხელფასი და ის უდა მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ ფულადი სახით, საბანკო ანგარიშზე.

კანონის მიხედვით, საბერძნეთში საშობაო საჩუქარი უნდა ჩაირიცხოს 21 დეკემბრამდე, შობამდე სამი დღით ადრე, დამსაქმებელს ეკრძალება თანხის დაგვიანებით ჩარიცხვა, მაგრამ თუ სურს, რომ ფული 21 დეკემბრამდე გადაგიხადოთ, ეს შეუძლია.

ოფიციალური საჩუქარი ანუ მე-13 ხელფასი, ეკუთვნის ყველას, ვინც კერძო სექტორში ოფიციალურად ანუ კონტრაქტით მუშაობს. ისინი, ვინც მუშაობენ ოჯახებში, სადაც კონტრაქტი არ ფორმდება და განისაზღვრება სამუშაო დღეები (ერგოსიმო), ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებული არ არის, რომ გადაიხადოს საჩუქრის თანხა.

ისინი, ვინც მუშაობენ 1-ლი მაისიდან 31 დეკემბრამდე, ეკუთვნით საჩუქრის 100% ანუ ერთი თვის მთლიანი ხელფასი. ვინც თანხას გამოიმუშავებს დღიურად, ეკუთვნის ერთ თვეში ნამუშევარი დღეების მანძილზე გამომუშავებული თანხის შესაბამისი მთლიანი რაოდენობა.

წარმოგიდგენთ პლატფორმას, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ გამოითვალოთ კუთვნილი თანხის ზუსტი რაოდენობა, რომელსაც 21 დეკემბრამდე დამსაქმებლისგან მიიღებთ, თუკი კონტრაქტით მუშაობთ:

Υπολογισμός Δώρου Χριστουγέννων

onalem

ტესტ