fbpx
საზოგადოება

“არ მგონია, რომ ქორწინება ჩვენს ურთიერთობას რაიმე უკეთესს მოუტანს” – კატერინა გერონიკოლაუ იანის ციმიცელისთან ურთიერთობაზე

კატერინა გერონიკოლაუმ გადაცემა “Happy Day”-ს ეთერში იანის ციმიცელისთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განმარტა, აპირებენ თუ არა დაქორწინებას და რა განსხვავებები არსებობს მათ პიროვნულ თვისებებს შორის.

“ნამდვილად არ ვგრძნობ, რომ დრო რაიმეს აუფერულებს ან ანელებს, ხშირ შემთხვევაში დრომ შეიძლება უკეთესი რაღაცები მოიტანოს ურთიერთობაში, რადგან როცა მეორე ადამიანს სიღრმისეულად იცნობ, მარტივად პოულობ მის ღილაკებს, იცი, როდის და რას უნდა მოერიდო. ხშირად დროს ბევრად ლამაზი მომენტები მოაქვს, ჯერ არ მიგრძვნია, რომ ამ ურთიერთობით დავიღალე ან რაიმე გაიცვითა.

6 წელია ერთად ვართ და ცხადია, რომ არსებობს რაღაც განსხვავებები, მე მაგალითად დილით ადრე გაღვიძება მიყვარს, მას არა… მე უფრო სოციალური და კომუნიკაბელური ვარ, ის კი, უფრო ჩაკეტილია ადამიანებთან ურთიერთობაში. თავიდან საჯაროობის კიარ მეშინოდა, არამედ არ მინდოდა, რომ საზოგადოებას გაეგო ურთიერთობის შესახებ მანამდე, ვიდრე არ დავრწმუნდებოდი, რომ ამ ადამიანთან ნამდვილად მინდოდა ყოფნა, გრძელი ვადით, ანუ სანამ ჩემს გრძნობებში არ დავრწმუნდებოდი.

რაც შეეხება ქორწინებას, პროფესიიდან გამომდინარე ხშირად ჩამიცვამს საქორწინო კაბა და ეს გამოცდილება დაახლოებით ვიცი როგორია, შესაბამისად, არ მჭირდება წარმოვიდგინო. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ეს ქორწინება ჩვენს ურთიერთობას რაიმე უკეთესს მოუტანს,” აცხადებს მსახიობი.

 

onalem

ტესტ