fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: დედას საკუთარი შვილი 42 წლის მანძილზე სახლში ჰყავდა გამოკეტილი

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, ნამდვილად დაუჯერებლად ჟღერს. როგორც ირკვევა, ლარისაში 76 წლის ქალს საკუთარი ქალიშვილი 42 წლის მანძილზე სახლში ჰყავდა გამოკეტილი, ამის შესახებ კი, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თავად გარდაიცვალა.

კერძოდ, 76 წლის ქალი თავისმა ახლობელმა დილით, სახლის კიბეზე იპოვა და როგორც ჩანს, ის პათოლოგიური მიზეზებით, მოულოდნელად გარდაიცვალა. მის გვერდით სხვადასხვა პროდუქტები იყო ცელოფნის პარკებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქალი გარდაცვალებამდე სავაჭროდ იყო წასული. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება, თუმცა, ამ ყველაფერმა გაცილებით შემზარავ რეალობას ახადა ფარდა.

შემოწმების შედეგად პოლიციამ სახლში იპოვა მისი ქალიშვილი, 51 წლის, რომელიც 9 წლის ასაკის შემდეგ სახლიდან არ იყო გასული.

პროკურატურამ 51 წლის ქალის ცხოვრების პირობებისა და მისი დედის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიების ბრძანება გასცა.

onalem

ტესტ