fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში მომდევნო 30 საათის მანძილზე ნამდვილი ზამთარი დადგება

იანოს კალიანოსის ინფორმაციით, საბერძნეთში მომდევნო საათების მანძილზე ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა. სამშაბათიდან მოსალოდნელია “ექსპრეს” ყინვა, რომელიც მინიმუმ 30 საათი გასტანს.

კალიანოსის ინფორმაციით, ცივი ჰაერის მასები საბერძნეთში ბალკანეთიდან იჭრებიან და ჩრდილოეთოთ თოვლის მოსვლაა მოსალოდნელი. ითოვებს მაკედონიისა და თრაკის მაღალ და  დაბალმთიან რეგიონებში. საუბარია ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრზეც კი.

ატიკის რეგიონში თოვლი პარნითაზე, ზღვის დონიდან 900-1000 მეტრზე მოვა.

ნალექი, თოვლის სახით, მოსალოდნელია პიერიაში და კილკის ტერიტორიებზეც. სინოპტიკოსი აღნიშნავს, რომ თესალონიშკი პერიოდულ წვიმას შესაძლოა ახლდეს ფანტელებიც.

იგივე “სიურპრიზია” ნავარაუდევი ევროსის, როდოპის, ქსანთისა და კავალას გარკვეულ ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ ტემპერატურა ათენში მინიმუმ 10 გრადუსით დაეცა, ხოლო ჩრდილოეთ რეგიონებში 0 გრადუსს ჩასცდა. იხილეთ, სად ცივა ყველაზე მეტად:

onalem

ტესტ