fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

გაუძლებს ათენი ძლიერ მიწისძვრას?! ხუთიდან მხოლოდ ერთი შენობაა შემოწმებული

არის თუ არა ატიკის რეგიონში შენობები იმდენად გამძლე, რომ ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში არ გამოიწვიოს მსხვერპლი?! ეს არის კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება ამ დრომდე, მიუხედავად იმისა, რომ მაგულაში ბოლოს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ შენობების შემოწმების ბრძანება გაიცა, მაგრამ მათ უმეტესობაზე ინფორმაცია არავის გაუცია, რადგან არ შემოწმებულა.

ეს კითხვა ჩნდება იმდენჯერ, რამდენჯერაც ქვეყანაში ან მის მეზობლად ძლიერი მიწისძვრა ფიქსირდება. ბერძენი სეისმოლოგი, გერასიმოს პაპადოპულო, რომელიც UNESCO-სა და ზოგადად ევროკავშირში აქტიურად მუშაობს, აღნიშნულ საკითხებზე გარკვეულ განცხადებებს აკეთებს:

“კვლევების საფუძველზე ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური სიძლიერე, რაც კი პარნითას ტერიტორიაზე მოსალოდნელ მიწისძვრას შეიძლება ჰქონდეს, 6 ბალია. ამაზე მეტს არ ვვარაუდობთ. დაკვირვებები ყოველ წელს ტარდება. ჩვენ ვნახეთ ასეთი მაგულაში და გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე 6 ბალი. თუმცა, ცხადია, 100%-ით დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებით.”

აქტიური განხილვის საკითხი გახდა რამდენიმე დღის წინ ალბანეთში მომხდარი მომაკვდინებელი მიწისძვრაც, რის შემდეგაც საბერძნეთის მოსახლეობაც შეშინდა. სეისმოლოგი, პანაიოტის კარიდისი აცხადებს, რომ საბერძნეთთან ამ მიწისძვრას არანაირი კავშირი არ აქვს და არ შეიძლება მათი მაგალითის აღება.

“ალბანეთში იკვეთება სხვა პრობლემაც. რომ ამ ქვეყანაში ტურიზმი განვითარებული არ არის და ასე ვთქვათ “უხარისხო” შენობები აშენებულია სანაპიროებზე ან ადვილად დატბორვად ტერიტორიებზე. ატიკაშიც გვაქვს მსგავსი პრობლემები. ზოგადად, მიწისძვრა, რომელიც ხდება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ნიადაგი ხშირად იტბორება, ბევრად კატასტროფული შეიძლება იყოს.”

კარიდისი ამბობს, რომ პარნითაზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაიგეგმა 80.000 შენობის შემოწმება, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ 16.000 შემოწმდა. სწორედ ამიტომ, ატიკა გარკვეული საფრთხეების წინაშე დგას.

 

onalem

ტესტ