fbpx
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება ხვალ საბერძნეთში?!

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 23 სექტემბერს, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

პერიოდული წვიმებია ნავარაუდევი მაკედონიის ტერიტორიაზე. ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი იონიის ზღვის კუნძულებზე.

ტემპერატურა მაკედონიაში იმერყევებს 3-დან 25 გრადუსამდე, ჩრდილოეთ საბერძნეთში 6-დან 27 გრადუსამდე, ეპირუსში 9-დან 27 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში შუადღის საათებიდან მოსალოდნელია მოღრუბლულობა. დილის საათებში შესაძლოა შეზღუდული იყოს ხილვადობაც. კონკრეტულად ათენში ჰაერი 17-დან 29 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში კი იქროლებს სუსტი ქარი და მოსალოდნელია ასევე ღრუბლიანობა პერიოდულად, შუადღის შემდეგ. ქალაქის ცენტრში ტემპერატურა 15-დან 25 გრადუსამდე იმერყევებს.

 

onalem

ტესტ