fbpx
საზოგადოება

ემიგრანტ ქალს 3 წლის შვილი მდუღარე წყლით დაეწვა, როდესაც სამუშაოზე იმყოფებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი პედიატრიულ ჰოსპიტალში, სერიოზული დამწვრობებით არის მოთავსებული.

ბერძნული მედიის ცნობებით, ემიგრანტი ქალი, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში უკვე წლებია იმყოფება, სამსახურში წავიდა, ხოლო საკუთარი შვილი მეგობარ ქალს დაუტოვა.

როგორც ჩანს, ბავშვმა მოახერხა და დედის მეგობრის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, შევიდა სამზარეულოში, სადაც ადუღებული წლით სავსე ქვაბი იდგა და მისი გადმოყირავების შედეგად, წყალი მთლიანად ზედ გადაისხა.

ინციდენტი ასპროპირგოსში მოხდა, ქალები კი ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

დედა და მისი მეგობარი პროკურატურაში გადაიყვანეს და მათ ბრალს მცირეწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მუხლით წაუყენებენ.

onalem

ტესტ