fbpx
საზოგადოება

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. მაშინ აღინიშნა, რომ ის ონკოლოგიური პაციენტი იყო.

ჩიქოვანის განცხადებით, მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა. ის ასაკოვანი იყო.

 

 

onalem

ტესტ