fbpx
საზოგადოება

ახალი ჩვენება: 15 წლის ბიჭი მამა ანტონიოს უშუალოდ ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროვებაში

Κιβωτός του Κόσμου-სთან დაკავშირებით მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება, საჩივარს კი, საჩივარი მოსდევს. ამჯერად ვრცელდება 15 წლის ბიჭის ბოლო ჩვენება, რომელიც პირდაპირ მამა ანტონიოს სდებს ბრალს სექსუალურ შევიწროვებაში, ეს ყველაფერი დაახლოებით 2 წლის წინ ხდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის მოზარდი, რომლის შესახებაც 19 წლის ბიჭმა თავის ჩვენებაში აღნიშნა და თქვა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ისიც გახდა სასულიერო პირისგან მსგავსი სახის შევიწროვების მსხვერპლი. 15 წლის მოზარდმა აღწერა მის მიმართ მამა ანტონიოს მხრიდან განხორციელებული გარყვნილი ქმედებები და შემზარავი სცენები. ეს უკვე მეორე ოფიციალური ჩივილია უშუალოდ სასულიერო პირის წინააღმდეგ.

15 წლის ბიჭი ვოლოსის სტრუქტურაში ცხოვრობდა და როგორც ირკვევა, თავიდანვე უნდოდა, რომ საჩივარი შეეტანა, მაგრამ ვერ ბედავდა. საბოლოოდ, მან ფსიქოლოგის თანდასწრებით ისაუბრა და ვინაიდან ეს ყველაფერი სტრუქტურის გარეთ მოხდა, ბავშვმა შეძლო გახსნილიყო და გულახდილად აღეწერა სცენები, რომლებიც ნამდვილად შოკს იწვევს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გამოძიებას საქმეში უკვე ყველა შესაძლებლობა გახსნილი აქვს და როგორც ჩანს, გადადის ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებიდან მრავალჯერადი სექსუალური ძალადობის დონეზე.

 

 

 

onalem

ტესტ