fbpx
საზოგადოება

“არ მისულა იმ გაჩერებამდე, საიდანაც წესით ავტობუსი უნდა აეყვანა” – 19 წლის არტემის იდუმალებით მოცული გაუჩინარება

19 წლის არტემის ოჯახი სასოწარკვეთას ვერ მალავს. გოგონა უკვე მეოთხე დღეა გაუჩინარებულია და გამოძიება კითხვებზე პასუხის გაცემას მისი მობილურისა და სოციალური ქსელის შემოწმების საშუალებით ცდილობს. ოჯახიც იმედოვნებს, რომ იქ იპოვიან რაიმე ხელჩასაჭიდს, რაც გზას გაკვალავს და მათ შვილს უვნებელს მიაგნებენ.

ირკვევა, რომ არტემი ბოლოს დააფიქსირა კამერამ, რომელზეც ჩანს, რომ გოგონა მიდის გაჩერებაზე, თუმცა, არა ზუსტად იქ, საიდანაც წესისამებრ ავტობუსი უნდა აეყვანა, არამედ გაცილებით შორს, საიდანაც უკვე აღარ ჩანს, თუ რას გაჰყვა და რა მიმართულებით წავიდა 19 წლის გოგონა.

გაუჩინარების დღეს ოჯახისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ის Jumbo-ს ერთ-ერთ ფილიალში გასაუბრებაზე მიდიოდა, თუმცა, მაღაზიის წარმომადგენლობასთან დაკავშირების შედეგად პოლიციამ გაარკვია, რომ ადგილზე არასოდეს მისულა.

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი:

onalem

ტესტ