fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთში გეის არ აქვს უფლება შვილი ჰყავდეს, ამიტომ საზღვარგარეთ წავალ” – გიორგოს კაპუძიდის

გიორგოს კაპუძიდისი, რომელიც ბერძნულ საზოგადოებაში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს, ნიკოს ხაძინიკოლაუს გადაცემაში იყო მიწვეული და გულახდილად ისაუბრა, საკუთარ სურვილებსა და პირად ცხოვრებაზე. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თუკი შვილის ყოლას მოისურვებს, აუცილებლად წავა საზღვარგართ ამის გამო, ვინაიდან საბერძნეთის კანონმდებლობა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს არ აძლევს ამის ოფიციალურ უფლებას:

“არვიცი რა არის საოცნებო პირადი ცხოვრება, რადგან ყველაფერი იცვლება. როცა 13-15 წლის ხარ, ვგულისხმობ ჩემს თავს, ხედავ მხოლოდ სიბნელეს და ვერ ხედავ ვერანაირ პერსპექტივას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შემდეგ უკვე როცა იზრდები, რაღაცები იცვლება და დიახ, ფიქრობ, რომ შეიძლება გყავდეს ოჯახი, შვილი. მე არვიცი, არის თუ არა ეს ის, რაც მინდა, მაგრამ თუ მომინდება, აუცილებლად ვაქცევ რეალობად.

რა თქმა უნდა, ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც მე ამის უფლებას არ მაძლევს, მაგრამ ეს არ მაწუხებს. თუ საჭირო იქნება, წავალ იმ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან მიყვარს, სადმე სხვაგან, რადგან საბერძნეთი გეი მოქალაქეს არ აძლევს ოფიციალურ უფლებას, იყოლიოს შვილი. მიუხედავად ყველაფრისა, ამას მაინც გავაკეთებ.

ვფიქრობ, რომ ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ მომდევნო ორ წელიწადში უფრო ნათლად დავინახავ ჩემს მომავალს. მინდა, რომ ბედნიერი ვიყო,” ამბობს კაპუძიდისი.

onalem

ტესტ