fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მჯერა, რომ საქართველო და საბერძნეთი მიგულშემატკივრებენ” – თამთა ისრაელში

თამთა ევროვიზიასთან დაკავშირებული გადაღებების გამო ისრაელში, თელ ავივში იმყოფებოდა და რა თქმა უნდა, მედიას ეს ამბავი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. კონკურსს 41-ედ სწორედ ისრაელი მასპინძლობს და ქვეყანა ამისთვის გრანდიოზულად ემზადება.

როგორც თამთა ამბობს, ის ძალიან ბედნიერია და ევროვიზია მის გარშემო რამდენიმე წელია ბრუნავს.

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ის არანაირად არ გრძნობს ზეწოლას იმის გამო, რომ ელენი ფურეირამ გასულ წელს მეორე ადგილი დაიკავა.

“ჩემი სიმღერა პოპია და არ ვფიქრობ, რომ აუცილებელი არ არის ქვეტექსტი ყველა სიმღერას ჰქონდეს. ის არც ფურეირას სიმღერასთან არის კავშირში. მე, უბრალოდ, მინდა წავიდე და ვისიამოვნო. ვიცი, ასეთი სიმღერები ბევრი იქნება და მე მინდა გაგართოთ.

ვფიქრობ, რომ როგორც ქალს, ბევრი მაქვს სათქმელი, შეიძლება ვინმესთვის ინსპირაციის წყაროც გავხდე.

ჩემთვის საბერძნეთი და კვიპროსი ერთი და იგივეა, მჯერა, რომ საქართველო და საბერძნეთი მიგულშემატკივრებენ. ეს სამი ქვეყანა და მათთან ერთად ისრაელი, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. თბილი და ხმაურიანი ხალხი და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.” 

onalem

ტესტ