fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ომონია, ვიქტორია, მონასტირაკი, სინდაღმა, თისიო – ყველაზე “ცხელი” ზონები ათენში

საბერძნეთში, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო კვირების მანძილზე ვითარება არ სტაბილურდება. როგორც უკვე ცნობილია, კარანტინი გვაქვს კოზანში, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება, ექსპერტების მხრიდან, მახვილდება ატიკის რეგიონზე.

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს კონკრეტული უბნების სიას, სადაც კორონავირუსის ყველაზე აქტიური გავრცელება ფიქსირდება.

ათენში ყველაზე “ცხელი” ზონებია:

პერისტერი, პირეა, კოლონაკი, მონასტირაკი, სინდაღმა, ომონია, ვიქტორია, თისიო. ლოგიკურია, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება ტერიტორიებზე, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს.

გუშინ თისიოზე ჩატარებული 340 ტესტიდან 8 დადებითი ამოვიდა. ეს ადამიანები უსიმპტომოები არიან და ტესტი მოხალისეობრივად ჩაიტარეს.
დღეს ტესტები ჩატარდება სინდაღმაზეც.

გარდა კოზანისა, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა იოანინაში, კასტორიაში, თესალონიკსა და სერესში.

აღსანიშნავია, რომ “სოტირიას” საავადმყოფო 50 სპეციალური საწოლით აღიჭურვა.

onalem

ტესტ