fbpx
საბერძნეთი

ახალი ზომები დღეიდან საბერძნეთში! ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

დღეიდან, 30 დეკემბრიდან, საბერძნეთში ახალი ზომები ამოქმედდა, რომელთა დარღვევაც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. თანოს პლევრის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები შემდეგია:

1. სარესტორნო სფეროს დაწესებულებები იმუშავებენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე.

2. იკრძალება მუსიკა და კლიენტების ფეხზე მდგომ მდგომარეობაში მომსახურება. დასაშვები იქნება მხოლოდ მაგიდებთან ჯდომა, მაქსიმუმ 6 ადამიანი ერთად.

3. 31 დეკემბრის ღამეს რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები ღია იქნება 02:00 საათამდე, მაგრამ აკრძალულია მუსიკა და შესაბამისად, ცეკვაც.

4. კატეგორიულად იკრძალება წვეულების მოწყობა კერძო ან საჯარო სივრცეში.

რაც შეეხება დანარჩენ ზომებს, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 3 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, ძალაში დღეს დილიდან შევიდა:

საჯარო ტრანსპორტის, სარესტორნო სფეროს და სუპერმარკეტების თანამშრომლებს მოეთხოვებათ ატარონ ორმაგი პირბადე ან KN95 ტიპის პირბადე. ცხადია, იგივე მოქმედებს მომხმარებლებისთვისაც.

სტადიონებზე დაიშვება მაყურებელთა მხოლოდ 10%.

მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში ვიზიტი დასაშვები იქნება 48 საათიანი PCR ტესტით, საავადმყოფოებში კი, აკრძალულია ვიზიტორთა მიღება.

საჯარო და კერძო სექტორში დისტანციურ მუშაობაზე გადავა თანამშრომელთა 50%, ასევე იმოქმედებს მოძრავი/ცვალებადი გრაფიკი.

 

onalem

ტესტ