fbpx
საზოგადოება

საზარელი შემთხვევა კომოტინში: ორ მამაკაცსა და ორ ქალს მატარებელმა რელსებზე ძილის დროს გადაუარა

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ მიგრანტს, ორ მამაკაცსა და ორ ქალს მატარებლის რელსებზე ეძინა. შემთხვევა ორშაბათს ღამით, სოფელ ფილაკასთან მოხდა, რომელიც ალექსადნრუპოლსა და კომოტინს შორის მდებარეობს, ხოლო დილით მათი სხეულები მატარებლის მიერ დანაწევრებული იპოვეს.

მათ ჩაუტარდათ აუტოფსია და როგორც ექსპერტი ამბობს, მატარებლის მძღოლი მათ ვერანაირად ვერ შენიშნავდა, რადგან შემთხვევის მომენტში ყველას ეძინა.

აღსანიშნავია, რომ მათი სხეულის ნაწილები რელსებიდან დაახლოებით 20 მეტრში იპოვეს. ეს ყველაფერი ნამდვილად შემზარავია.

დადასტურებულია, რომ მათი სიკვდილის დრო სწორედ ის ღამეა, როცა მატარებელი ალექსანდრუპოლიდან კომოტინის მიმართულებით მიდიოდა.

onalem

ტესტ