fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

იმიგრანტებმა ათენის აეროპორტში “სპექტაკლი” დადგეს, რათა საზღვარზე უპრობლემოდ გადასულიყვნენ

ათენის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო პოლიცია გაოგნებული იყო რამდენიმე იმიგრანტის სამსახიობო ნიჭით. როგორც ცნობილი გახდა, მათ ნამდვილი სპექტაკლი დადგეს, რათა საბერძნეთის საზღვრები პრობლემების გარეშე დაეტოვებინათ და სხვა ქვეყანაში გადასულიყვნენ.

კერძოდ, როგორც ბერძნული მედია იუწყება, სირიელი იმიგრანტების 10 კაციანი ჯგუფი თავს ფრენბურთის ნაკრებად ასაღებდა, თანაც აეროპორტში ყალბი უკრაინული პასპორტებით წარსდგნენ. მათ ეცვათ ზუსტად ერთნაირი ფორმები, ჰქონდათ ბურთები და მაქსიმალურად ცდილობდნენ, როგორც საუბრით ისე გარეგნულად, “დაემტკიცებინათ”, რომ ციურიხში ათენიდან მატჩის ჩასატარებლად მიფრინავდნენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ეჭვები აღძრეს, სასაზღვრო პოლიციის მკაცრი კონტროლი გაიარეს და საბოლოო ჯამში თაღლითი უსაბუთო იმიგრანტები აღმოჩნდნენ, რომლებიც საბერძნეთის დატოვებას და შვეიცარიაში გადასვლას ცდილობდნენ.

თითოეული მათგანი დაკავებულია.

onalem

ტესტ