fbpx
საზოგადოება

16 ივლისს ნაჯახით დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა – სასტიკი თავდასხმა კოზანში

2020 წლის 16 ივლისს კოზანის საგადასახადო სამსახურში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. 45 წლის მამაკაცი ოფისში ნაჯახით შეიჭრა და დაზიანებები სამ თანამშრომელს მიაყენა.

ირკვევა, რომ მათგან ერთ-ერთი, 56 წლის მამაკაცი, მას შემდეგ თესალონიკის საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ამდენი თვის მანძილზე მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.

ნაჯახით მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.

45 წლის თავდამსხმელი პოლიციამ მაშინვე დააკავა და შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო არქივიდან:

onalem

ტესტ