fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

“დახმარება 200.000 მოსახლეს, მათ შორის ქართველებს, შობამდე მთავრობისგან” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკიმ თავისი სიტყვით გამოსვლა სოციალურ დახმარებაზე საუბრით დაასრულა. როგორც პრემიერმა დააანონსა 200.000 მოსახლე, მათ შორის ქართველი ემიგრანტები, ერთჯერადად გარკვეულ თანხას მიიღებს. მისი გამოსვლის სლოგანი იყო “მომავალი იწყება ახლა”.

მიცოტაკიმ ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • საბერძნეთის ფოსტის განახლება
  • DEH-ს ვალის დაფარვა, ვინაიდან მოხდეს ელექტრო ენერგიის კომპანიის გაკოტრების თავიდან აცილება
  • მოსახლეობის ერთჯერადად დახმარება, სადაც იგულისხმება დაბალი შემოსავლების მქონე ხალხი, ოჯახები, რომლებშიც ცხოვრობენ შშმ პირები და ა.შ.

როგორც პრემიერმა თქვა, კონკრეტულ განცხადებებს ეკონომიკის სამინისტრო მომდევნო კვირის ბოლოსთვის გააკეთებს. “ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ, ჩვეულებრივ, გამოვხატავთ ჩვენს სოციალურ მგრძნობიარობას.”

ამრიგად, იმ კვირის ბოლოსთვის ცნობილი გახდება, თუ ვის ეკუთვნის და როგორ უნდა მიიღოთ დახმარება საბერძნეთის მთავრობისგან.

onalem

ტესტ