fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენი ბებო 100 წლის გახდა და 8 შვილთან, 16 შვილიშვილთან და 23 შვილთაშვილთან ერთად აღნიშნა

მედია ბერძენი ბებოს შესახებ იუწყება, რომელიც ელასონადან არის და დღეს 100 წელი შეუსრულდა. როგორც ირკვევა, ქალი 1922 წელს არის დაბადებული და დედმამიშვილებს შორის ყველაზე დიდია. მას უზარმაზარმა ოჯახმა სიურპრიზი მოუწყო.

ქ-ნ ანა გეროფაკას 8 შვილი, 16 შვილიშვილი და არც მეტი არც ნაკლები, 23 შვილთაშვილი ჰყავს. უფროსი შვილი 1938 წელს არის დაბადებული და 82 წლისაა, უფროსი შვილიშვილი 58 წლის, ხოლო შვილთაშვილი 28 წლის. ქალბატონს მეუღლე 26 წლის წინ გარდაეცვალა.

როგორც მოხუცი ამბობს, მისი დღეგრძელობის მთავარი საიდუმლო ნაკლები სტრესი, ნერვიულობა და ოლიმპოს მთის მწვანილებია.

 

onalem

ტესტ