fbpx
საზოგადოება

სკანდალი საბერძნეთში: ცნობილი სერიალის, Σασμός, რეჟისორს მსახიობი, ელენა ათანასოპულუ გაუპატიურებაში ადანაშაულებს

საბერძნეთში ბომბივით გასკდა ამბავი, რომლის მიხედვითაც მსახიობი, ელენა ათანასოპულუ, ტელეკომპანია Alpha- ს ცნობილი სერიალის, Σασμός, რეჟისორს, კოსტას კოსტოპულოს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ათანასოპულუს საჩივრის მიხედვით, ინციდენტი 2010 წელს მოხდა, როდესაც 21 წლის იყო და სამსახიობო სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ათანასოპულუ საჩივარში წერს, რომ კოსტოპულოსთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ერთ საღამოს ვახშამზე მიიწვია, შემდეგ კი, მეგობრებთან უნდა გასულიყვნენ. მისი თქმით, რეჟისორმა იზრუნა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ალკოჰოლი მიეღოთ და ათანასოპულუმ თავი ცუდად იგრძნო. შემდეგ მანქანაში გადაინაცვლეს, სადაც კოსტოპულომ მასზე სექსუალურად იძალადა.

თავის მხრივ, კოსტოპულო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რეჟისორმა სერიალის ხელმძღვანელობა შეწყვიტა მინიმუმ იქამდე, ვიდრე სასამართლო გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე არ მივა.

 

onalem

ტესტ