fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი სახალისო “ბერძნული” ამბავი – მამაკაცმა ყავა შეუკვეთა და მიუთითა, რომ 100-ჯერ მოერიათ, რომ შაქარი გახსნილიყო

მედია კიდევ ერთი სახალისო და როგორც ჟურნალისტები უწოდებენ, ნამდვილი “ბერძნული” ამბის შესახებ იუწყება. ყავის ერთ-ერთმა ცნობილმა მაღაზიამ ელექტრონული შეკვეთა მიიღო, სადაც დატანილი არა მხოლოდ ყავის სახეობა იყო, არამედ ქვემოთ მთელი ტექსტი ეწერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდოდა მამაკაცს, რომ ყავა მოემზადებინათ.

მან “ფრედო ესპრესო” შეუკვეთა და განმარტა, რომ ყავისფერი შაქარი უნდოდა, მაგრამ როდესაც ჩაყრიდნენ, ყავისთვის კარგად უნდა მოერიათ, კონკრეტულად “100-ჯერ მაინც”, რომ შაქარი გახსნილიყო. ის აღნიშნავს, რომ გუშინ საკმაოდ გემრიელი ყავა მიუტანეს, ამ ჯერზე კი, ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.

მამაკაცმა არ დაიზარა და 164 სიტყვიან შეკვეთაში ისიც აღნიშნა, რომ ბენზინგასამართ სადგურზე 500 ევროზე მუშაობს, რომელიც უფასო ყავით უზრუნველყოფს, მაგრამ ის მაინც ამ კონკრეტული მაღაზიის მომსახურებით სარგებლობს, რადგან ძალიან კმაყოფილია.

onalem

ტესტ