fbpx
საბერძნეთი

იანვარი კვლავ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით – როდის აცივდება საბერძნეთში?!

საბერძნეთში ზამთრის მეორე თვე დადგა, მაგრამ ზამთრის სუსხი ჯერჯერობით არსად ჩანს. ქვეყანაში კვლავ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება და როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, მსგავსი პირობები გვექნება მინიმუმ 5 იანვრამდე, ანუ პარასკევის ჩათვლით.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ტემპერატურა შედარებით დაიკლებს ნათლისღების შემდეგ, 6 იანვრიდან, რასაც მოჰყვება ნალექი, წვიმის სახით, ზოგიერთ რეგიონში.

ატიკის რეგიონში მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა, არ ველოდებით რაიმე სახის ფენომენების გააქტიურებას, ჰაერის ტემპერატურა იმერყევებს 9-დან 17 გრადუსამდე, რაც შეეხება, თესალონიკს, მოსალოდნელია ღრუბლიანობა, პერიოდული მცირე წვიმა, ტემპერატურა კი 5-დან 15 გრადუსამდე.

იხილეთ გრაფიკულად:

 

 

onalem

ტესტ