fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დღეიდან ქუჩის ბაზრებში POS გადახდის ტერმინალი სავალდებულო ხდება!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ამოქმედდა ვალდებულება ათობით დაწესებულებისთვის, რომ იქონიონ ბარათით გადახდის ტერმინალი. აღნიშნული ეხება ტაქსებს და როგორც ირკვევა, უკვე ქუჩის ბაზრებსაც.

ამრიგად, მოვაჭრეები ვალდებულები არიან დაიდგან POS აპარატები, რათა მოსახლეობამ შეძლოს გადაიხადოს ბარათებითაც, გარდა ნაღდი ფულისა. ტაქსის მძღოლებს 31 იანვრამდე აქვთ დრო, რომ აღნიშნული ვალდებულება სისრულეში მოიყვანონ, ხოლო ბაზრების შემთხვევაში მოვაჭრეებმა აპარატები უნდა მოიმარაგონ 2024 წლის 1 მარტამდე.

იმ შემთხვევებისთვის, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ POS აპარატი არ აქვთ, განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმები.

ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ზომები მიიღო გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, რათა შემცირდეს ნაღდი ფულით გადახდის ტენდენცია და იმატოს ელექტრონულმა ტრანზაქციებმა.

დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ ვალდებულება დადგან POS აპარატები ასევე არის:

კიოსკები, სადაზღვევო სააგენტოები, ბროკერები, თეატრი, კინო.

onalem

ტესტ