fbpx
საბერძნეთი

ძლიერი თოვა პარნითაზე – ჩაიკეტა საავტომობილო გზა, ტემპერატურა -3 გრადუსია

თოვლი, წვიმა და დაბალი ტემპერატურა – ეს არის ამინდის დღევანდელი პროგნოზი, კლიმატური ფენომენის ფარგლებში, რომელიც დღეს და ხვალ იქნება აქტიური. პარნითა უკვე მთლიანად თეთრად არის შემოსილი და თოვლის საფარი ზოგიერთ ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალია.

როგორც მედია იუწყება, ჩაკეტილია საავტომობილო გზა, ორივე მიმართულებით. ტემპერატურა -3 გრადუსია, რაც თოვლს დადნობის საშუალებას არ აძლევს.

საბერძნეთის უმეტეს ტერიტორებზე ტემპერატურა დაეცა, განსაკუთრებით თესალიაში, ხალკიდიკიში, ცენტრალურ სტერეაში, ევიასა და პელოპონისოში.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ნალექი არ არის მოსალოდნელი, თუმცა, ტემპერატურა 8-9 გრადუსს არ გადააჭარბებს, ხვალ კი, ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ