fbpx
საბერძნეთი

რომელ კვირა დღეებში იქნება მაღაზიები საბერძნეთში ღია – გრანდიოზული ფასდაკლებები სულ მალე იწყება

ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები საბერძნეთში სულ რამდენიმე დღეში იწყება და თითქმის ორი თვის მანძილზე იქნება მოქმედებაში, რაც ნიშნავს, რომ საკმაო დრო გვექნება იმისთვის, რომ დაკლებული ფასებით ვისარგებლოთ და საყიდლებზე წავიდეთ, თუკი ფინანსური მდგომარეობა ხელს გვიწყობს.

როგორც სავაჭრო ასოციაცია იუწყება, ფასდაკლებები იწყება 8 იანვრიდან და მოქმედებაში იქნება 29 თებერვლის ჩათვლით. როგორც ყოველთვის, ფასდაკლებების ფარგლებში ღია იქნება მაღაზიები კვირა დღეებშიც, რათა ვაჭრობის საშუალება მიეცეთ იმ ადამიანებსაც, ვინც მთელი კვირის მანძილზე მუშაობს და მხოლოდ კვირა დღეს აქვთ დასვენება.

არსებული ცნობებით, მაღაზიები ღია იქნება კვირა დღეებში, 14 და 21 იანვარს, მათი სამუშაო გრაფიკი კი, განისაზღვრება 11:00-დან 18:00 საათამდე, ზოგიერთისთვის 20:00 საათამდე.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კარგად დააკვირდნენ არა მხოლოდ ამჟამინდე ფასს, არამედ ძველ ფასსაც, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თითოეულ პროდუქტზე.

onalem

ტესტ