fbpx
საბერძნეთი

ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება – ხალხის ევაკუაცია პენდელიდან და საავადმყოფოების მზადყოფნა

პენდელში მდგომარეობა მძიმდება – ხანძარი სახლებს მიუახლოვდა, რის გამოც დაუყოვნებლივ მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია ანთუსადან, დრაფიდან, დიონისა და დასამარიდან.

ამ წუთისთვის ხანძრის ყველაზე დიდი აქტიური კერა ფიქსირდება “პალეა პენდელის” გზიდან აგიოს პეტროს მიმართულებით, საფრთხე ემუქრება პენდელის ბავშვთა საავადმყოფოს, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა ბრძანება, რომ სასწრაფოდ მოხდეს საავადმყოფოს ევაკუაციაც. ადგილიდან გაიყვანეს 36 ბავშვი, 19 ექიმი და სხვა მომსახურე პერსონალი.

მოსახლეობას მოეთხოვება დაუყოვნებლივ გადაადგილდეს პალინისკენ, ათენში კი, თრიასიოსა და გენიმატას საავადმყოფოები მზადყოფნას აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციაში ხალხი მიიღონ.

 

onalem

ტესტ