fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მღვდელმა 32 წლის ქალს მკურნალობა შეაწყვეტინა და ეუბნებოდა, რომ დემონით იყო შეპყრობილი

დაუჯერებელი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. პატრაში მოღვაწე მღვდელს ადანაშაულებენ, რომ 32 წლის ქალი დაარწმუნა ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა შეეწყვიტა, რადგან ის არა თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით იტანჯებოდა, არამედ უბრალოდ დემონი ჰყავდა ჩასახლებული.

როგორც ირკვევა, 32 წლის ქალი დეპრესიით იტანჯებოდა, მას ფსიქიატრისგან დანიშნული მკურნალობის კურსი ჰქონდა, რომელსაც მიჰყვებოდა, მაგრამ მისმა მამამ პარალელურად მოძღვართან მიიყვანა, რადგან შვილის მდგომარეობა ძალიან აწუხებდა. მღვდელი ქალს გაესაუბრა, “დაუსვა დიაგნოზი”, რომ ის დემონით იყო შეპყრობილი, უთხრა, რომ ეკვება მხოლოდ კონკრეტული საკვებით (მარხვის მსგავსად) და შემდეგ ეგზორციზმის მსგავსი რიტუალიც კი ჩაატარა.

“როდესაც მასთან დავდიოდი, მკურნალობა შევწყვიტე, რადგან თავად დამარწმუნა, რომ უკეთ გავხდებოდი. ცხადია, მოკლე დროში უარეს მდგომარეობაში ჩავვარდი და მისი “დემონი” ჩემგან არსად წასულა. იმდენად დამძიმდა ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი, შემდეგ ისევ მივმართე ჩემს ფსიქიატრს და მკურნალობა გავაგრძელე, კიდევ კარგი, რომ ბოლომდე არ დავუჯერე, ახლა შეიძლებოდა, ცოცხალიც არ ვყოფილიყავი,” ამბობს თავად ქალი.

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა კვლავ დასტაბილურდა, მღვდლის წინააღმდეგ კი, ოფიციალური სარჩელი ჯერ არ შეუტანია.

onalem

ტესტ