fbpx
საზოგადოება

კალომირა: “საბერძნეთი იმიტომ დავტოვე, რომ ინსტინქტმა მიკარნახა, შოუბიზნესში დარჩენით საკუთარ თავს დავკარგავდი”

კალომირა კატერინა კენურიუს გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ამერიკაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც ჩანს, კალომირას საბერძნეთი მეუღლის გამო არ დაუტოვებია, როგორც მომღერალმა განმარტა, ემიგრაციაში წავიდა იმის გამო, რომ უბრალოდ, ინსტინქტმა უკარნახა.

“ევროვიზიის შემდეგ ყველაფერი უკან მოვიტოვე და ამერიკაში წავედი. გიორგო არ იყო ის, ვის გამოც წასვლა გადავწყვიტე, ის არასოდეს მეტყოდა, რომ ჩემი კარიერა მიმეტოვებინა. მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, რადგან შინაგანად კარგად არ ვგრძნობდი თავს. ბოლო წამს წავედი, უეცარი გადაწყვეტილება იყო, რადგან უბრალოდ, ინსტინქტს მოვუსმინე. იმ მომენტში შოუბიზნესში რომ დავრჩენილიყავი, საკუთარ თავს დავკარგავდი. 

აეროპორტში წავედი და ჩემს გუნდს მესიჯი გავუგზავნე, რომ საბერძნეთს ვტოვებდი, შემდეგ კი, ტელეფონი გავთიშე. აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ინსტინქტს, ეს ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, მაშინ 22 წლის ვიყავი. მაგრამ როდესაც დავბრუნდი, ეს მომენტიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. არ ვიქნებოდი მომღერალი, რომ არ მყოლოდა ის ოჯახი, რომელიც მყავს, ბიძაშვილები, მეუღლე და ფაქტობრივად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემ გარშემოა,” ამბობს კალომირა.

როგორც ცნობილია, ის საბერძნეთში მცირე ხნის წინ დაბრუნდა და როგორც ჩანს, შემდეგი კარიერული ნაბიჯების გადადგმას სწორედ სამშობლოში გეგმავს.

onalem

ტესტ