fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პაციენტები პათოლოგთან მიდიან, ადგილზე კი, პედიატრი ემსახურებათ

საბერძნეთში ჯანდაცვის სისტემის პრობლემები სულ უფრო და უფრო ხშირად ვლინდება და როგორც მედია იუწყება, ისეთ პოპულარულ კუნძულებზე, როგორებიცაა: სანტორინი, ნაქსოს და ასევე, ლიმნოს, ფიზიკურად არ არსებობს არცერთი ანესთეზიოლოგი, არც გინეკოლოგი.

dikaiologitika.gr-ის ცნობით, კუნძულ ტინოსზე საავადმყოფოში მისულ ადამიანებს, რომელთაც პათოლოგთან სურთ კონსულტაცია, ადგილზე პედიატრი ემსახურებათ, როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი.

“ყოველ ზაფხულს მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. მაგრამ რატომ ექცევა ყურადღება ამ ყველაფერს მხოლოდ ზაფხულში?! ზამთარში, როდესაც საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია, პაციენტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ უფასოდ მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ეს პროცესი უსაფრთხო პირობებში არ მიმდინარეობს და ზოგადად, პაციენტები რისკის ქვეშ არიან იმის გამო, რომ ხდება ყველაფრის დაგვიანება. 

მეორეს მხრივ, ექიმებმა როგორ უნდა გამოიჩინონ მუშაობის ინტერესი, როდესაც ხელფასი 1,850 ევრო აქვთ, ხოლო ექთნებისა და სამედიცინო ბრიგადის ხელფასი 800 ევროთი განისაზღვრება. ეს თანხა იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ იცხოვრონ და იკვებონ. შესაბამისად, ჭკვიანი და ნიჭიერი მედიკოსები კუნძულებიდან კიარა, საერთოდ ქვეყნიდანაც კი მიდიან,” აცხადებს მედიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხალის იანაკოსი.

 

onalem

ტესტ