fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის სასამართლომ 16,5 წელი მიუსაჯა ალბანელ მამაკაცს, რომელმაც 21 წლის ემა მანქანით გაიტანა და მიატოვა

2022 წლის 22 ნოემბრის ღამეს 21 წლის ემა ავტოავარიას შეეწირა. მას მანქანით დაეჯახა ალბანელი 27 წლის მამაკაცი, რომელმაც შემდეგ გზა გააგრძელა და გაიქცა, აზრადაც არ მოსვლია, რომ უკან დაბრუნებულიყო, პასუხისმგებლობა აეღო მომხდარზე და მინიმუმ, ეცადა, რომ გოგონას დახმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ფატალური დაზიანებები ჰქონდა მიღებული.

თესალონიკში სასამართლო პროცესი დღეს შედგა და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, 27 წლის ალბანელს მიუსაჯეს 16, 5 წლიანი პატიმრობა, ყოველგვარი შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა თხოვნა, რომ შეეცვალათ ბრალდება და საქმე განეხილათ გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით. ფაქტმა, რომ მან სასიკვდილოდ დაშავებული გოგონა მიატოვა, ყველაფერი გადაწყვიტა.

“ჩემი შვილისთვის სამართალი აღსრულდა. დღეს მისი დაკრძალვიდან 1 წელი გავიდა და სწორედ დღეს მიესაჯა მის მკვლელს პატიმრობა. დღეს ჩემი შვილის სულმა სიმშვიდე მოიპოვა. მას 16 წელი მიესაჯა, მართლმსაჯულებამ თავისი საქმე გააკეთა,” განაცხადა ემას დედამ.

როგორც ცნობილია, ემანუელას მშობლებმა მისი ორგანოების გაცემის უფლება მისცეს ექიმებს და გოგონამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იხსნა მრავალწლიანი ტანჯვისა და ლოდინისგან.

onalem

ტესტ