fbpx
საზოგადოება

ამაღელვებელი წერილი და დატოვებული 10 ევრო – რა მოხდა საბერძნეთის საზღვარზე?!

საბერძნეთის საზღვართან მომხდარი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

საუბარია ტერიტორიაზე, სადაც ტემპერატურა 0-ზე დაბლა ჩამოდის და იმიგრანტები, რომლების საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობენ, ფაქტობრივად, მხოლოდ სიცივისგან შეიძლება დაიღუპონ.

თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან, კერძოდ კი, ნეა ვისაში არალეგალ მიგრანტებს არ უნდოდათ ქურდობა ჩაედინათ, სწორედ ამიტომ, მათ იქვე მდებარე კაფეტერიიდან შეშა აიღეს და ამის სანაცვლოდ, 10 ევრო დატოვეს. ამასთან ერთად კი წერილიც, რომელშიც ამბობენ:

“ჩვენ თურქეთიდან ვართ. გასულ ღამეს სიცივის გამო ცეცხლი უნდა დაგვენთო, რისთვისაც თქვენი შეშა გამოვიყენეთ. გთხოვთ, აიღეთ ეს ფული.”

კაფეს მეპატრონე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა პირველად მოხდა და გაოგნებული იყო, როდესაც იქ თანხა დაინახა. მისი თქმით, კაფესთან მიგრანტები ღამეს ხშირად ათევენ, მაგრამ არასოდეს არაფერი მოუპარავთ.

onalem

ტესტ