fbpx
საბერძნეთი

ΕΦΕΤ-ის გაფრთხილება ცნობილ შოკოლადთან დაკავშირებით, რომელიც საბერძნეთში აქტიურად იყიდება

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტომ გაავრცელა გაფრთხილება შოკოლადის კონკრეტული სახეობის შესახებ, რომელიც შეიცავს ალერგიულ ინგრედიენტებს, მაგრამ ამის შესახებ ბერძნულ ენაზე ეტიკეტი არ არის განთავსებული.

კომპანიამ გაყიდვიდან ამოიღო კონკრეტული პარტია, რომელიც შეიცავს ნუშს, რძეს და სოიოს და კვერცხს, რაც თავისუფლად შეიძლება გახდეს ალერგიის მქონე ადამიანებისთვის ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი გაქვთ აღნიშნული შოკოლადი, თავი უნდა აარიდოთ მის გამოყენებას.

საუბარია იმ პარტიაზე, რომელსაც ვარგისიანობის ვადა აქვს შემდეგი თარიღებით: 24/12/2024, 25/12/2024, 24/01/2025, 28/01/2025 და დატანილი აქვთ შემდეგი ნომრები უფრო ზუსტი იდენტიფიცირებისთვის: OOY4033871, OOY4033913, OOY4034331, OOY4034332, OOY4034372, OOY4034373, OOY4133912, OOY4133913, OOY4134331, OOY4134332, OOY4134372, OOY4134373, OOY4233912, OOY4233913.

აღნიშნული შოკოლადის ყველა სხვა პარტია სრულიად უსაფრთხოა ყველა ადამიანისთვის და გაფრთხილება ეხებათ კონკრეტულად აღნიშნული ვადებით გამოსულ პარტიებზე.

onalem

ტესტ