fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საშობაო გრაფიკი სულ მალე შედის ძალაში – მაღაზიები კვირა დღეებშიც ღია იქნება!

სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი მანამდე, ვიდრე საბერძნეთში საშობაო გრაფიკი ამოქმედდება და წელიწადის ყველაზე ბრჭყვიალა დღესასწაულზე საყიდლებით სიამოვნებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. როგორც უკვე ცნობილია, მაღაზიები ღია იქნება უფრო მეტი საათებით და იმუშავებენ კვირა დღეებშიც კი.

კერძოდ, 12 დეკემბრიდან მაღაზიები კვირის სამუშაო დღეებში ღია იქნება 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმუშავებენ კვირა დღეებშიც, კონკრეტულად, 17, 24 და 31 დეკემბერს და ამ დღეებში ღია იქნებიან 11:00-დან 18:00 საათამდე.

ოფიციალურად უქმე დღეებია შობა და შობის მეორე დღე, 25 და 26 დეკემბერი. ასევე, 1-ლი იანვარი. როგორც გრაფიკზეა მოცემული, მაღაზიები 2 იანვარსაც დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ