fbpx
საბერძნეთი

დიდი საფრთხე საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროზე: “ერთი ბიძგი საკმარისია კლდის ჩამონგრევისთვის”

ნავაგიოს სანაპირო არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს სანაპიროდ ითვლება და ამაზე არავინ დაობს. ამ ყველაფრის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილი სახიფათოც არის იმ კუთხით, რომ კლდეებითაა გარშემორტყმული და უახლოეს წარსულში ჩამონგრევის ფაქტიც დაფიქსირდა.

სეისმოლოგი გერასიმოს პაპადოპულო აცხადებს, რომ ეს ადგილი საკმაო საფრთხეებს შეიცავს და ვინაიდან ყოველდღიურად იქ ასობით ტურისტი გადაჰყავთ დიდი თუ პატარა გემებით, დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. სეისმოლოგი ცალსახად აღნიშნავს, რომ ამ კლდეების ჩამოსანგრევად მიწისძვრის ერთი ბიძგიც კი საკმარისია.

“მიწისძვრასაც რომ თავი დავანებოთ, დაახლოებით 4 წლის წინაც ვნახეთ, რომ ფერდობის ეს ნაწილი ჩამოინგრა – საბედნიეროდ, პატარა – რამაც მცირე ცუნამი გამოიწვია და ტურისტები ამ ადგილიდან გარბოდნენ. შემდეგ ჯერზე კი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება და ვიტყვით არა “საბედნიეროდ”, არამედ “სამწუხაროდ”. ნამდვილად არ მინდა, რომ მსგავს გამოცდილებას ვეზიარო.”

onalem

ტესტ